"საქართველო აქტიურად იყენებს მთის მიმართულებებს, რომ ეს შესაძლებლობა უფრო განვითარდეს"

65% ჩვენი ქვეყნის ლანდშაფტის უკავია მთებს და საქართველო ძალიან აქტიურად იყენებს მთის მიმართულებებს, რომ ეს შესაძლებლობა უფრო განვითარდეს , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპისა და აზიის მთის კურორტების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა, ურთიერთობა საქართველოსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას შორის ბოლო წლებში დინამიურად განვითარდა.

”ჩემთვის დიდი პატივია ვუმასპინძლო ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას ჩვენ ქვეყანაში, რომელიც არის უძველესი ტრადიციების მქონე მთელ მსოფლიოში. საქართველოსა და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციას შორის ამ ბოლო წლებში ურთიერთობა დინამიურად განვითარდა. საქართველოს აქვს პატივი უმასპინძლოს გლობალურ ტურიზმს ღვინის საკითხებში. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რადგან საქართველო არის ქვეყანა, სადაც ღვინისა და ვაზის განვითარება ჯერ კიდევ 8 000 წლის წინ დაიწყო. ამ კულტურის კიდევ უფრო განვითარებას აქვს ადგილი, ამიტომ პატივია ვუმასპინძლოთ კონფერენციას, რომელიც მთის კურორტების განვითარებას ეხება. საქართველო დიდ ყურადღებას აქცევს სამთო კურორტების განვითარებას”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენცია ”ინოვაციური სტრატეგიები სამთო ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის” დღეს გაიხსნა, რომელსაც 300-მდე დელეგატი ესწრება. ღონისძიების დაწყებისთანავე კონფერენციის დამსწრეებმა ნახეს საქართველოს სამთო კურორტების შესახებ გადაღებული ვიდეოკლიპი.