სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 45 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 45 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკი იუწყება, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 78 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი - 7.300 პროცენტით, მაქსიმალური - 7.680 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.654 პროცენტით განისაზღვრა.