პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას სთხოვა, ბზის გაჩეხვისგან მაქსიმალურად შეიკავონ თავი.
გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, გიგლა აგულაშვილს მადლობა გადაუხადა იმ აქტივობისთვის, რომელსაც მისი უწყება ახორციელებს საქართველოს ეკლესიასთან ერთად.
„მოსახლეობას მინდა წინასწარ მივულოცო ბზობის დღესასწაული და ვთხოვო, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი ბზის გაჩეხვისგან და უკვე მოჭრილი ბზის ტოტები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ პირიქით, გავამრავლოთ ეს ულამაზესი და ჩვენთვის ძალიან ძვირფასი მცენარე. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გასული წლების ისტორიიდან თუ ვიმსჯელებთ, უმოწყალოდ ხდება ამ მცენარის განადგურება, ეს არის ჩვენი სიმდიდრე და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. ძალიან კარგია, რომ ამ მიმართულებით მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები გაითვალისწინებენ ამ ძალიან მნიშვნელოვან ასპექტს.
დღესასწაული ძალიან კარგია, ჩვენ ყველანი ერთად ვზეიმობთ, თუმცა მცენარეებს უნდა გავუფრთხილდეთ“, - განაცხადა პრემიერმა.