საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, ამერიკაში სილიკონ ველიზე ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სრულუფლებიან ელჩთან აშშ-ში დავით ბაქრაძესთან ერთად შეხვედრები გამართა ეფლის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, სადაც მოლაპარაკებები შედგა 2017 წლის ბოლომდე Georgian online App Store -ის გახსნაზე.
Georgian App Store -ი ქართველ მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, გამოიყენონ Apple -ის ლიცენზირებული პროდუქტები და სერვისები, ხოლო ვებ დეველოპერები App აქსელერატორის მეშვეობით შექმნიან ios -ის ეკოსისტემაში უფრო მეტ და უკეთეს აპლიკაციებს და გაზრდიან ქართული პროდუქციის ცნობადობას. შეთანხმების მიხედვით, საქართველო იმ პრიორიტეტული ქვეყნების ჩამონათვალში შევა, რომელსაც ეფლი სამომავლო გაფართოებისთვის განიხილავს.