ქართული ავიაკომპანია Georgian Airways დაღესტნის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელებას იწყებს.
ფრენები თბილისი-მაჰაჩკალა-თბილისის მიმართულებით 13 აპრილიდან დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, რეისები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.
რაც შეეხება ინტენსივობას, ფრენები კვირაში ორჯერ - ყოველ ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.
დაღესტნის მიმართულებით Boeing B737 და/ან Bombardier CRJ200 ტიპის საჰაერო ხომალდები იფრენს.