რუსული ავიაკომპანია NordStar ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს იწყებს.
როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტო იუწყება, ფრენები 1 მაისიდან დაიწყება და ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.
კომპანია ავიამიმოსვლას მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით განახორციელებს.
რაც შეეხება ინტენსივობას, ფრენები კვირაში 3-ჯერ, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს განხორციელდება.
რეისებს Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდი შეასრულებს.