„ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაცია, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ელექტრონული აუქციონების გამოცხადებას იწყებს

„ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაცია, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, 6 აპრილს, 17:00 საათიდან სხვადასხვა სახის სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად ელექტრონული აუქციონების გამოცხადებას იწყებს.

როგორც აჭარის მთავრობიდან იუწყებიან, აუქციონში მონაწილეობის მსურველმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირებმა, რეგისტრაცია ელექტრონული აუქციონის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.eauction.ge -ზე უნდა გაიარონ.

აუქციონში გამარჯვებულ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს, საშუალება მიეცემათ საკურორტო სეზონთან დაკავშირებით ზღვისპირა ბულვარში სამეწარმეო საქმიანობა განახორციელონ. ელექტრონული აუქციონები სხვადასხვა კატეგორიებზე გამოცხადდება, რომლებიც შემდგომში ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე განთავსდება, კერძოდ: ბატი-ბუტის აპარატი (ელექტრო); სუვენირების დახლი; გასართობი აპარატი; გასართობი ატრაქციონები; სასეირნო ველოსიპედი (რიგშა); სანაყინე ჯიხურები; ელექტრო მობილი; ჩამოსასხმელი ლუდის კუთხე; სანაყინე კუთხე; საბავშო გასართობი კუთხე; ყავის კუთხე; ექსტრემალური პარკი; ბამბის ნაყინი; ტირი; ფოტოჯიხური; სათვალის დახლი; სასწორი; სამასაჟო კუთხე პლაჟზე; საინფორმაციო დახლი; ბურახის კასრი; ბატუტი (რკინის კონსტრუქციის); ბატუტი (გასაბერი); ლიტერატურული კუთხე; სეგვეი, გიროსკუტერი და სასეირნო გორგოლაჭები; ჩოგბურთის ან ბილიარდის მაგიდა; საპლაჟო ინფრასტრუქტურა; კვების ობიექტი; სკუტერები და წყლის გასართობი საშუალებების ბაზირება; ქართული პროდუქციის კუთხე; სასეირნო საბავშვო მანქანები; 3-5-7-9დ აპარატები; ფრეშისა და ნატურალური უალკოჰოლო სასმელების კუთხე; ყვავილების სტენდი; საპირფარეშო;

აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ ბულვარის ადმინისტრაცია, ასევე მზად არის განიხილოს ყველა საინტერესო ახალი შემოთავაზება თუ პროექტი, რომელიც ადმინისტრაციაში იქნება წარმოდგენილი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ ბულვარის ადმინისტრაციას შემდეგ მისამართზე: ბათუმი, კ. გამსახურდიას ქ. №2. ან დაუკავშირდეთ ტელ: (0422) 27-88-08;