ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჩვენი გუნდი აპირებს, დებატების დროს ისაუბროს ხალხის გაჭირვებაზე, ფასების ზრდაზე, უმუშევრობაზე

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მისი გუნდის წევრები პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ ყურადღებას ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილებენ.

როგორც ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სახეზეა მოსახლეობის გაღარიბება, რაც "ევროპული საქართველოს" წევრების გამოსვლის ძირითადი თემა იქნება.

"ჩვენი გუნდი აპირებს, რომ დებატებში ისაუბროს ხალხის გაჭირვებაზე, ფასების ზრდაზე, უმუშევრობაზე, ყველა იმ საკითხზე, რაც ყველაზე მეტად აწუხებს მოქალაქეებს. ქვეყანაში სახეზე გვაქვს ხალხის გაღარიბება და უკიდურესი გაჭირვება“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.