ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს 450 მილიონი ლარი ასესხა

ეროვნული ბანკმა 7-დღიან რეფინანსირების აუქციონზე 450 მილიონი ლარის სესხი გასცა, განაცხადი კი ორ კომერციულ ბანკს დაუკმაყოფილდა.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი - 4%-ით, მაქსიმალური - 4.05%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.03 %-ით განისაზღვრა.

რეფინანსირების აუქციონები ყოველკვირეულად, ხუთშაბათობით ტარდება და მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს წარმოადგენს.