რას ფიქრობენ მოქალაქეები დახურულ სივრცეში სიგარეტის მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით

პარლამენტმა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებთა პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო.

კანონპროექტი სახლისა და საპატიმრო დაწესებულებების გარდა, ყველა ტიპის შენობაში მოწევის სრულ აკრძალვას ითვალისწინებს. უახლოეს პერიოდში ბიზნესოპერატორს აეკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა, სპონსორობა და პოპულარიზაციის სხვა ფორმები, მათ შორის თამბაქოს ნაწარმის ხილული განლაგება. ასევე გამორიცხული არაა ფილმებში თამბაქოს მოწევის ამსახველი კადრების დაფარვის აუცილებლობა გაჩნდეს. კანონის დამრღვევთათვის სხვადასხვა მოცულობის ჯარიმაა გათვალისწინებული.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე