საქართველოს პრეზიდენტმა დეპუტატებს ქართული წარმოების წახალისების მიზნით შექმნილი დაგროვების ბარათები დაურიგა.როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იუწყებიან, დაგროვების ბარათი საპრეზიდენტო კამპანიის “მოითხოვე ქართული” პროექტის ფარგლებში შეიქმნა და ქართული პროდუქციის შეძენისას მასზე მომხმარებელს ბონუსქულები დაერიცხება.
„ქვეყნისთვის გადამწყვეტია ეროვნული წარმოების მეტად სტიმულირება. სწორედ ამ მიზას ემსახურება ჩემს მიერ დაწყებული კამპანია “მოითხოვე ქართული”, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და ეროვნული ვალუტის გაძლიერებას.
ამ პროექტის ფარგლებაში, ეროვნული წარმოების პოპულარიზაციის პარალელურად, ჩვენ შევქმენით დაგროვების ბარათი, რომელზეც მომხმარებელს ქულები ქართული პროდუქციის შეძენისას დაერიცხება. ამ ბარათის პირველი მფლობელები დღეს თქვენ გახდებით ასე, რომ მოგიწოდებთ “მოითხოვეთ ქართული”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.