ალადასტური ქართული წითელყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია, რომლის სამშობლოდ გურია სახელდება, თუმცა იმერეთშიც მეტ-ნაკლებად გავრცელებულ ჯიშად მიიჩნევა.
მთლიანობაში ალადასტური დღეს თითქმის მთელს დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული (აქა-იქ სამეგრელოში და მთიან აჭარაშიც კი გვხვდება), მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ჯიშის ფართობები შთამბეჭდავი ნამდვილად არ გახლავთ.
ქართულ ლიტერატურასა და ხალხურ ფოლკლორში ისე ფართოდ ქართული ვაზის ალბათ არც ერთი ჯიში არ დამკვიდრებულა, როგორც ალადასტური. ალადასტური შეგხვდებათ ისტორიულ წყაროებში, ლექსებში, პოემებში, სიმღერებში, ხალხურ თქმებსა და ანდაზებშიც კი... ეს მაშინ, როდესაც ალადასტურის გავრცელების არეალი სხვა ქართულ ჯიშებზე (მაგალითად: რქაწითელი, ცოლიკოური, საფერავი და სხვა) უფრო მცირე იყო და ძირითადად დასავლეთ საქართველოს, განსაკუთრებულად კი, გურია-იმერეთს მოიცავდა. იხილეთ გაგრძელება