„თიბისი ბანკმა“ „ბანკი რესპუბლიკას“ ბარათების ჩანაცვლება დაიწყო.
"თიბისი ბანკისა" და "ბანკი რესპუბლიკის" გაერთიანება 6 მაისს სრულდება, რის გამოც მიმდინარეობს ბანკი რესპუბლიკის ბარათების ჩანაცვლება თიბისი ბანკის ბარათებით.
ბარათების ჩანაცვლება შესაძლებელია 6 მაისამდე. 6 მაისის შემდეგ მომხმარებელი ბანკი რესპუბლიკის ბარათების ნაცვლად, თიბისი ბანკის ბარათების მოხმარებას განაგრძობს.
"ყველა იმ მომხმარებელს, რომელსაც ჰქონდა რაიმე ტიპის ბარათი „ბანკ რესპუბლიკაში“ უფასოდ დაუმზადდა იგივე ტიპის ბარათი თიბისი ბანკში, რომლის გატანა მათ „ბანკი რესპუბლიკის“ ფილიალებიდან შეუძლიათ. ინფორმაცია ბარათის ადგილმდებარეობის შესახებ კლიენტებს სმს შეტყობინების სახით ეცნობებათ. იმ შემთხვევაში, თუ მათ ჯერ არ მისვლიათ ასეთი შეტყობინება, შეუძლიათ მიმართონ ორივე ბანკის ქოლცენტრს 2 27 27 27", - , - ნათქვამია "თიბისის ბანკის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ბანკი რესპუბლიკის“ ბარათები თიბისი ბანკის იმავე პირობების მქონე ბარათებით ჩანაცვლდება, რაც იმას ნიშავს, რომ მომხმარებლებს ბარათის მომსახურების საკომისიო არ შეეცვლებათ.
ნებისმიერ შემთხვევაში, გაიტანს თუ არა კლიენტი კუთვნილ ბარათს, ყოფილი რესპუბლიკის ბარათის შესაბამისი ანგარიში, მასზე არსებული ნაშთებით, ავტომატურად ინაცვლებს თიბისი ბანკში, რაც ნიშნავს, რომ „ბანკი რესპუბლიკის“ ბარათის შესაბამისი ანგარიში არსებობას განაგრძობს თიბისი ბანკში.
ბარათების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, მოსალოდნელი რიგების თავიდან ასაცილებლად, თიბისი ბანკი თხოვნით მიმართავს კლიენტებს, რომ მაქსიმალურად დროულად მიმართონ ფილიალებს საკუთარი ბარათების ასაღებად.