“დარიალი ჰესის” მიმდებარედ, მეწყერის შემდეგ, თანამედროვე ტექნოლოგიების შეტყობინების სისტემა დამონტაჟდა , - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მეწყერის განმეორების შემთხვევაში, რა პრევენციული ღონისძიებები და შეტყობინების სისტემა იმუშავებს.
ზურაბ ალავიძის განცხადებით, გარემოს დაცვის სამინისტრომ უცხოელ პარტნიორებთან ერთად იმუშავა ახალი ტექნოლოგიური სისტემის დასამონტაჟებლად.
“ეს პროექტი არის საერთაშორისო დაფინანსებით გაკეთებული და უცხოელებს, განსაკუთრებით ”ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს”, ყველაზე მაღალი სტანდარტი აქვს მსოფლიოში გარემოს და სოციალური დაცვის კუთხით. აქედან გამომდინარე, ყველა სტანდარტი დაცული იყო იმდენად, რომ რამდენიმე ჯილდოც კი მივიღეთ ამ მიმართულებით. სტანდარტი არის ძალიან მაღალი, საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკაა გამოყენებული და ამ მიმართულებით პროექტი არის ძალიან დაცული”, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
ყაზბეგში, დღეს “დარიალი ჰესი” გაიხსნა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.