სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე საქართველოს მოქალაქე თურქმა სამართალდამცავებმა დაზარალებულად სცნეს. ამის შესახებ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა განაცხადა. როგორც ციალა ქათამიძე აცხადებს, საქმეზე წინასწარი მოსმენა გაიმართა და დაზარალებულს თურქეთის ტერიტორიის დატოვების უფლება მიეცა.
"წინასწარი საპროცესო მოსმენა გაიმართა, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქე დაზარალებულად ცნეს. იგი ამ დროისათვის ჩვენთან ერთად თურქეთის საზღვარს ტოვებს", -აცხადებს ციალა ქათამიძე.
არაოფიციალური ინფორმაციით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე თურქი მებაჟეები საქართველოს ორ მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას მათი ახლობლები ავრცელებენ. შემთხვევა გუშინ მოხდა.