"დაიცავი ძველი ბათუმის" წევრები მახინჯაურში აქციაზე გურიაში ხეების გადატანას აპროტესტებენ

საინიციატივო ჯგუფი "დაიცავი ძველი ბათუმის" წევრები მახინჯაურში აქციას მართავენ. აქციის ორგანიზატორი ნათია აფხაზავა აცხადებს, რომ ციხისძირიდან და მახინჯაურიდან ასწლოვანი ხეების გურიაში გადატანით გარემო მნიშვნელოვნად დაზიანდა. აქციის მონაწილეები სახელმწიფოს აღნიშნული საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

”ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი აჭარაში უნდა დასრულდეს, რადგან დღეს ჩვენ ვხედავთ გადათხრილ მახინჯაურსა და ციხისძირს. ბუნება, რომელიც ხელუხლებელი იყო, დღეს განადგურებულია. საჭიროა, ამ ყველაფერზე სახელმწიფომ პასუხისმგებლობა აიღოს. აუცილებელია განადგურებულ გარემოს აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდეს. ეს არის საზოგადოებრივი სივრცე, ბუნება რომელიც ყველას გვეკუთვნის. პროცესები საჯაროობისა და გამჭვირვალობის გარეშე ხორციელდება, სპეციალისტები ჩართული არ არიან, რაც ჩვენთვის მიუღებელია", - აცხადებს ნათია აფხაზავა.