2016 წელს მართვის მოწმობა 95 960-მა მოქალაქემ აიღო

2016 წელს მართვის მოწმობა 95 960-მა მოქალაქემ აიღო. 

სტატისტიკის თანახმად, 2015 წელთან შედარებით 9 269-ით მეტი მართვის მოწმობა გაიცა.

კერძოდ, ოფიციალური მონაცემებით, 2015 წელს 86 691-მა მსურველმა აიღო მართვის მოწმობა.

ბოლო სამ წელიწადში ყველაზე მეტი მართვის მოწმობა 2014 წელს გაიცა. კერძოდ, შსს-ს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2014 წელს შსს-ს მომსახურების სააგენტომ ავტომანქანის მართვის უფლება 130 403 მსურველს მისცა.