"დელტას" გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობაზე აღადგინეს

თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობაზე აღადგინეს , - ამის შესახებ ინფორმაცია ”დელტაში” დაადასტურეს.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გასული წლის 18 მაისს, თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში გაათავისუფლეს. როგორც თავდაცვის სამინისტროში იმ პერიოდში აცხადებდნენ, გათავისუფლების მიზეზი კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები იყო.

შესაბამის საკითხზე ამ ხნის განმავლობაში შესწავლა მიმდინარეობდა.