პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შესაფუთი მასალების მწარმოებელი საწარმო გაიხსნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 242 საწარმოა მხარდაჭერილი, რომელთა რიცხვს კიდევ ერთი კომპანია, შპს „ბიო-პლასტი“ შეემატება , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იუწყება.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში კომპანიამ უახლესი ტექნოლოგიის დანადგარები შეიძინა, რაც მას საშუალებას მისცემს ბაზარს უმაღლესი ხარისხის პროდუქცია კონკურენტულ ფასებში მიაწოდოს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შპს „ბიო-პლასტი“ საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას საცალო და საბითუმო, ქსელურ მაღაზიებსა და აფთიაქებში გეგმავს. საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე კომპანია 17 ადამიანის დასაქმებას შეძლებს.

„შპს „ბიო-პლასტი“ თბილისში, ლილო ორახელაშვილის ქ. #5-ში მდებარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით, კერძოდ კი, სალიზინგო პროგრამით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 489 127 ლარს შეადგენს.

2014 წლის ივნისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სოფლის მეურნეობის სამინისტროები ახორციელებენ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ ახალ სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, რომლის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, ამასთანავე, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ხდება ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში უკვე მხარდაჭერილია 243 პროექტი, რომელთა საერთო ინვესტიციის მოცულობა 563 000 000 ლარზე მეტია, ხოლო ჯამურად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.