ბევრი მენეჯერი მიიჩნევს, რომ მოგზაურობის მოყვარული ადამიანები გამოირჩევიან ისეთი უნარ-ჩვევებით, რომელიც მათ სამუშაოს შესრულებაში სხვებისგან გამოარჩევს.
გთავაზობთ იმ მიზეზების ჩამონათვალს, რის გამოც გამოცდილი მენეჯერების აზრით, მოგზაურობის მოყვარული ადამიანი სამსახურში უნდა აიყვანოთ.
ცვლილებებს ეჭვის თვალით არ უყურებენ
მოგზაურებს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ, რის გამოც მოვლენებს განსხვავებული თვალით აფასებენ. ისინი უფრო გახსნილი არიან ცვლილებებისთვის და სწრაფად ადაპტირებენ სტრუქტურული ცვლილებებისა თუ რეორგანიზაციების დროს, სწორედ ამიტომ მარტივად აღიქვამენ გამოწვევებს მათთან შედარებით, ვინც საკუთარი ქალაქიდან არ გასულა.
დროს სწორად გეგმავენ და ანაწილებენ
მოგზაურები დროის მართვაში მეტ დისციპლინას იჩენენ და დაწესებულ დედლაინებს ყოველთვის შესრულებული დავალებით ხვდებიან. ეს კი სწორედ იმიტომ, რომ ხშირად უწევთ თვითმფრინავის თუ მატარებლის განრიგით ცხოვრება, შეზღუდული დროის შუალედში ახალ ქვეყანასა თუ ქალაქში რაც შეიძლება მეტი სიახლის აღმოჩენა, რაც საბოლოოდ ჩვევაშია გადაზრდილი.
უცხო ენების შესწავლას ენთუზიაზმით უდგებიან
მოგზაურები, როგორც წესი უფრო მოტივირებული არიან ისწავლონ იმ ქვეყნის ენა, სადაც სამოგზაუროდ მიდიან ხოლმე. ეს ყველაზე კარგი საშუალებაა გარემოს ასათვისებლად. თუ თქვენი კომპანია საერთაშორისო კლიენტებს ემსახურება, საუკეთესო ვარიანტია ისეთი ადამიანი დანიშნოთ ამ პოზიციაზე, ვისაც უცხო ენების შესწავლაში ნაკლები პრობელემი აქვს. სწორედ ასეთი ადამიანები არინ ფასდაუდებელნი კომუნიკაციისა და ნეთვორკინგისთვის.
მათ უადვილდებათ გუნდთან ერთად მუშაობა
„მსოფლიოს დამპყრობლებს“ გამუდმებით მეგობრებთან და გუნდთან ერთად უწევთ მოგზაურობა. ასეთ გარემოში შეიძლება მათი შეფასება, თუ რამდენად კარგად გაუმკლავდებიან ისინი ჯგუფურ დავალებას. ჰკითხეთ მათ, უბრალოდ რა შემთხვევაში არ დაეხმარებიან გუნდის წევრებს.
მათ არ უჭირთ გადაწყვეტილების მიღება
მოგზაურებს გამუდმებით უწევთ გადაწყვეტილებების მიღება, ყველა ხარჯის გაანალიზება, რომელიც ტრანსპორტირებას, დაბინავებასა და რისკების შეფასებას ეხება. ისინი გამუდმებით პრიორიტეტული არჩევანის ძიებაში არიან.
საგანგებო მდგომარეობის დროს არ ვარდებიან პანიკაში
მოგზაურებს უყვართ საუბარი თუ როდის გაუჭირდათ ყველაზე მეტად, დაეხარჯათ თანხა სრულად და უბრალოდ კუთხეში იყვნენ მომწყვდეულნი. მოუსმინეთ კარგად თუ როგორ გაუმკლავდნენ რთულ სიტუაციებს. ამის შემდეგ კი შეაფასეთ რამდენად კარგად შეასრულებენ დასახულ ამოცანებს თქვენს კომპანიაში.
მუდამ მზად არიან ინოვაციებისათვის
მოგზაურები გამუდმებით ახალს ეძებენ, დაინტერესებულნი არიან წარმატების მიღწევით და ცდილობენ იპოვონ ყოველგვარი საშუალება ახალი მოგზაურობის დასაგეგმად. ეს კი, რიგ შემთხვევაში ინოვაციურობას მოითხოვს. მათი მრავალმხრივი აზროვნება ეხმარება კრეატიულად მიუდგნენ ცხოვრებას, ეთიკას, პოლიტიკას და უბრალოდ სამსახურსაც.