ერევნიდან მოსკოვში ტვირთების გემითა და სარკინიგზო გზით ტრანსპორტირების ღირებულება შემცირდა.
ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.
მისი განცხადებით, საქართველოს ტერიტორიის გავლით ტვირთების ტრანსპორტირების მანამდე არსებული მაღალი ტარიფები გავლენას ახდენდნენ როგორც თვითონ ტრანსპორტირების პროცესზე, ასევე სატარიფო პოლიტიკაზე.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ფასების შემცირება სომხეთ, რუსეთსა და საქართველოს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების შედეგია.
შედეგად, საქართველოს ტერიტორიის გავლით ტვირთების ტრანსპორტირების ახალი და უფრო დაბალი ფასები 22 თებერვლიდან ამოქმედდა, ხოლო რუსეთის მხარის მიერ უზრუნველყოფილი ფასდაკლებები 13 მარტიდან ამოქმედდა.
2017 წლის 1 იანვრის მონაცემებთან შედარებით, ტარიფები 32-35%-ით შემცირდა.