საფეხბურთო კლუბები, რომელთაც საკუთარი ბრენდირებული ღვინო აქვთ

ბოლო წლებში პრაქტიკულად არ დარჩა ევროპის ცნობილი საფეხბურთო კლუბი, რომელმაც საკუთარი ლოგოთი დამშვენებული ბრენდირებული ღვინო არ ჩამოასხა. რა გასაკვირია, რომ ამ ტენდენციას ფეხი “სამეფო კლუბად” სახელდებულმა მადრიდის “რეალმაც” აუწყო და ღვინის გაყიდვის კუთხითაც მალევე გახდა მსოფლიო ლიდერი.

როგორც სტატისტიკა გვამცნობს, დღეს მსოფლიოში ყველაზე მეტი სწორედ მადრიდული ბობოლა კლუბის ბრენდირებული ღვინო იყიდება - შარშან - 2016 წელს გაყიდული ღვინის რაოდენობამ უკვე 100 ათას ბოთლს გადააჭარბა. მეორე ადგილზე “რეალის” ძველი მტერი და კონკურენტი, “ბარსელონაა” თავისი კატალონიური წითელი ღვინოებით. მესამე ადგილს კი ფრანგული პსჟ-ს ღვინოები იკავებს.