ბოლო 2 წლის განმავლობაში ბიუჯეტის შესრულების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა , - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს სხდომაზე, ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ქალაქში არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, პროგრამული ბიუჯეტი სწორედ ისეთ საჭიროებებზე იქნა მიმართული, როგორიცაა ინფრასტრუქტურის განვითარება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლება და გამწვანებითი ღონისძიებები“.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, თითოეული თბილისელი გრძნობდეს, რომ ჩვენ ძალას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ მათი ცხოვრება გავხადოთ უკეთესი. ამისთვის ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერი წარმომადგენლობით ორგანოში დღეს მეშვიდედ მივიდა.