ჭიათურის მაღაროში უბედური შემთხვევის შედეგად მუშა გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მაღაროელი მე-3 სართულის კიბიდან ჩამოვარდა. ის ადგილზევე დაიღუპა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.