სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე დღეს 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი ცნობილია, - ამის შესახებ ეროვნული ბანკი იუწყება.

მათივე ცნობით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე დღეს, 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

„აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 69 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7,950 პროცენტით, მაქსიმალური 8.010 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.995 პროცენტით განისაზღვრა. კუპონურმა განაკვეთმა 8.000 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.