საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი ცნობილია, - ამის შესახებ ეროვნული ბანკი იუწყება.
მათივე ცნობით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
„აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 43 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.910 პროცენტით, მაქსიმალური 7.100 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.971 პროცენტით განისაზღვრა“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.