Daily Mail მელანია ტრამპს ფულად კომპენსაციას გადაუხდის

ბრიტანული გამოცემა Daily Mail აშშ-ის პირველ ლედის ფულად კომპენსაციას გადაუხდის მისი სამოდელო კარიერის შესახებ გამოქვეყნებული სტატიით მიყენებული ზიანისთვის.

„ბიბისის“ ცნობით, საუბარია სტატიაზე, რომელიც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში გამოქვეყნდა და რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მელანია ტრამპი წარსულში ესკორტად მუშაობდა.

მოგვიანებით, Daily Mail-მა სტატიის გამო მოიბოდიშა.

მელანია ტრამპმა ბრიტანული გამოცემის წინააღმდეგ პირველი საჩივარი თებერვალში შეიტანა და გაზეთისგან ფინანსური კომპენსაციის სახით 150 მილიონი დოლარი მოითხოვა მიყენებული ზიანისთვის.

თუმცა Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეფასება გადამეტებული იყო და რეალურად, ზარალი 3 მილიონ აშშ დოლარზე მეტს არ შეადგენდა. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენს გადაუხდის Daily Mail აშშ-ის პირველ ლედის.