დღეს გამართულ საქართველოს სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2017 წლის 12 აპრილს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.3913 შეადგინა.