15 აპრილს მეტროს მუშაობა 00:00 საათიდან 16 აპრილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მეტროს მუშაობა გახანგრძლივდება. როგორც თბილისის მერია იუწყება, 15 აპრილს მეტროს მუშაობა 00:00 საათიდან 16 აპრილის დილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება და 23:00 საათიდან მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

ამასთან, დედაქალაქის მერიის ცნობით, 16 და 17 აპრილს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, მუნიციპალური ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ.

”მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე მეტროსადგურ „დიდუბიდან“ გაიყვანს, კუკია-მახათასკენ - სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოზე - მეტროსადგურ „დელისიდან“, თბილისის ზღვის სასაფლაოზე - მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“, ასევე, ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი დოდო ჭიჭინაძის ქუჩის N25-ე კორპუსის მიმდებარედ გაჩერდება, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩის მე-10 კვარტლიდან იმოძრავებს”, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.