”ცენტრ-პოინტის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი, ვახტანგ რჩეულიშვილი გარდაიცვალა.
ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ოჯახის ახლობლებმა დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, ვახტანგ რჩეულიშვილი, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში თოდუას კლინიკაში, მძიმე დიაგნოზით იყო მოთავსებული, დაახლოებით 1 საათის წინ დაიღუპა.
ვახტანგ რჩეულიშვილი კლინიკაში ბიოფსიის შედეგად სიმსივნის დიაგნოზით მკურნალობდა.