2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 18 %-ით გაიზარდა

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 18 %-ით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2285 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 18 პროცენტით მეტია.

აქედან, ექსპორტი 577 მლნ აშშ დოლარი იყო (30 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1708 მლნ აშშ დოლარი (15 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-მარტში 1132 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 აპრილს გამოქვეყნდება.