"ეისითის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ აღდგომის დღესასწაულს, თითქმის ყველა თბილისელი აღნიშნავს (96%), მიუხედავად იმისა, თვლის თუ არა თავს რელიგიურად, - ამის შესახებ ACT-ის კვლევაშია აღნიშნული.
გამოკითხვის მიხედვით, სრული უმრავლესობა აპირებს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციის დაცვას და სააღდგომო კვერცხების წითლად შეღებვას – 95%.
"თბილისელების 77% გეგმავს სააღდგომო პასკის შეძენას, ხოლო 16% მის გამოცხობას. 4% კი გამოცხობასაც აპირებს და შეძენასაც. თბილისის მოსახლეობის მხოლოდ 3%-მა განაცხადა, რომ საერთოდ არ ექნება სააღდგომოდ პასკა.
თბილისის მოსახლეობის თითქმის ნახევარი (41%) გეგმავს სააღდგომოდ ქალაქიდან გასვლას", - წერია ACT-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.