ტურისტების უმრავლესობა წყნარ და თვალწარმტაც ადგილს ირჩევს სამოგზაუროდ. მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთათვის მძაფრი შეგრძნებები კომფორტზე წინ დგას. გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ადგილებს ტურისტებისთვის.
სიკვდილის ველი, აშშ
უდაბნო აღმოსავლეთ კალიფორნიაში, რომლის ტემპერატურაც 56.7 გრადუსს უდრის. წყლის გარეშე აქ გაძლება მხოლოდ 14 საათი შეიძლება. სიკვდილის ველი ყველაზე ცხელი ადგილია დედამიწაზე.
დანაკილის უდაბნო, ერითრეა
ეთიოპიის ჩრდილო-აღმოსავლეთის მდებარე ამ უდაბნოს საშუალო ტემპერატურა 50 გრადუსია. გარდა ამისა, აქ ხშირია ვულკანური წარმონაქმნები და გეიზერები, რომლებიც ტოქსიკურ გაზს აფრქვევენ. დანაკილის უდაბნოს მონახულება სპეციალურად გაწვრთნილი გიდის გარეშე აკრძალულია.
ვაშინგტონის მთა, აშშ
მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონის მთის სიმაღლე მხოლოდ 1,917 მეტრია, მისი მწვერვალი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ადგილია დედამიწაზე. ქარის სიჩქარე აქ საშუალოდ 327 კმ/სთ-ს აღწევს, რასაც ემატება ძლიერი თოვლი და 40-გრადუსიანი სიცივე.
სინაბუნგი, ინდონეზია
მოქმედი სტრატოვულკანი, რომელიც მდებარეობს კუნძულ სუმატრის ჩრდილოეთ ნაწილში. 2010, 2013, 2014 და 2015 წლებში მისი ლავის ამოფრქვევის შედეგად ახლომდებარე სოფლები სრულიად განადგურდა. ბოლო აფეთქება 2017 წლის თებერვალში დაფიქსირდა.
გველების კუნძული, ბრაზილია
ბრაზილიის ეს კუნძული სავსეა მსოფლიოში ყველაზე საშიში გველებით.მადიდის ეროვნული პარკი, ბოლივია
მიუხედავად იმისა, რომ მადიდის ეროვნული პარკი ბოლივიის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია, აქ აგრეთვე ხარობენ ყველაზე აგრესიული და შხამიანი მცენარეები. ტროპიკული პარაზიტების გამო, ნებისმიერი ჭრილობა ინფექციის მიზეზი შეიძლება გახდეს.
სიკვდილის ველი, კამჩატკა, რუსეთი
კამჩატკის სიკვდილის ველი, რომელიც აქტიური ვულკანია, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთით მდებარეობს. აქ არსებული ტოქსიკური გაზების მაღალი მაჩვენებელი სახიფათოა ნებისმიერი სულიერისთვის.
ბიკინის მარჯნის კუნძული
წყნარი ოკეანის ეს კუნძული, ერთი შეხედვით, ულამაზესი ადგილია, თუმცა სწორედ აქ ტარდებოდა ბირთვული გამოცდები. 1948- 58 წლებში აშშ-მა სულ 67 გამოცდა ჩაატარა, რაც კუნძულს ცხოვრებისთვის სახიფათოს ხდის.პატაია, ტაილანდი
ტაილანდის ერთ-ერთი კურორტული ზონაა, სადაც ნიანგების ფერმა მდებარეობს. ტურისტებს სთავაზობენ სპეციალურად აღჭურვილი ნავით ჩასვლას წყალში, სადაც მათ გარშემო ათეულობით ცოცხალი ნიანგი დაცურავს.აფარის სამკუთხედი, ეთიოპია
იგივე ეთიპიის გეოლოგიური დეპრესია, მსოფლიოში ყველაზე საშიში აქტიური ვულკანების სახლია.ნატრონის ტბა, ტანზანია
მარილიანი ტბა ტანზანიაში. აქ მარილის დონე იმდენად მაღალია, რომ ტბაში არც ერთი ცოცხალი არსება არ ცხოვრობს. გოგირდწყალბადის მაღალი შემადგენლობის გამო, ყველა ცოცხალი არსება, რომელიც წყლის ზედაპირს ეხება, კვდება. ლოგიკურ მიზეზთა გამო, ტბაში შესვლა აკრძალულია.