თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოძრაობა გადატვირთულია. როგორც ერთ-ერთმა მოქალაქემ განაცხადა, საცობი ავტობანის დამთავრებისთანავე, ხაშურის შესასვლელთან იწყება. მისივე ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ავტომანქანების ნაწილს ქალაქში უშვებენ, ნაწილს კი შემოვლითი გზით უწევს რიკოთის გვირაბისკენ გადაადგილება.
მან ასევე აღნიშნა, რომ საცობში უკვე თითქმის 1 საათია იმყოფება და ხაშური ჯერ კიდევ არ დაუტოვებია.
მოქალაქეთა ინფორმაციით, მოძრაობა გადატვირთულია თბილისიდან კახეთის მიმართულებითაც.