ევროპალატის პროექტი „East Invest” გრძელდება. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ქუთაისში , სასტუმროში „ბაგრატი 1003“ პროექტის ფარგლებში აგრო-სასურსათო და საკვების გადამამუშავებელი სფეროს მცირე და საშუალო კომპანიების წარმომადგენლებისათვის ტრენინგი გაიმართა.
სავაწრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, აღნიშნული ტრენინგის თემას ევროკავშირის ბაზარზე წვდომა წარმოადგენდა. მოდელად განიხილეს საფრანგეთში ექსპორტის წინაპირობები.
„ტრენინგის მიზანი ევროკავშირსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობისთვის აუცილებელი მოთხოვნების შესახებ ექსპორტის მსურველთა ინფორმირება იყო. ექსპორტის პოტენციალისა და უცხოურ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, დამსწრე აუდიტორია ევროკავშირის კანონმდებლობას, ბაზრის სტრუქტურასა და ქართული კომპანიებისათვის ევროკავშირში ექსპორტთან დაკავშირებულ ვალდებულებებს გაეცნო. მოწვეულნი იყვნენ პარიზის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ესპერტები.
სავაჭრო-სამრეწველო პალატა საქართველოში ევროპალატის მთავარი პარტნიორია. ევროპალატა რეგიონალურ საინვესტიციო და სავაჭრო პროექტ East Invest-ის განხორციელებას განაგრძობს. პროექტის მიზანი ევროპის აღმოსალეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში, აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონის ქვეყნების (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა და უკრაინა) ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობაა“, - აცხადებენ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში.