მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდი Google-ია. გასული წლის მონაცემებით, კომპანიის ღირებულება 24%-ით გაიზარდა და 109.4 მილიარდ დოლარად შეფასდა.
მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდის შესახებ ინფორმაციას businessinsider-ი აქვეყნებს.
რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს Apple, რომელმაც 2016 წლის მონაცემებით ლიდერობა დაკარგა. ამის ერთ-ერთ მიზეზად კი გამოცემა „სამსუნგისა“ და ჩინური ბრენდების Huawei და OnePlus-ის მხრიდან მზარდ კონკურენციას ასახელებს. Apple-ს ღირებულება 27%-ით არის შემცირებული და 107 მილიარდ დოლარად შეფასდა. მესამე ადგილს კი 106.3 მილიარდი დოლარით Amazon-ი იკავებს. რომლის ღირებულებაც 2016 წელს 53%-ით არის გაზრდილი.
მსოფლიოს ტოპ-10 ძვირად ღირებული ბრენდის ჩამონათვალში მოხვდნენ ასევე: 87 მილიარდ დოლარად შეფასებული AT&T Microsoft-ი 76.2 მილიარდი დოლარით რეიტინგში მე-5 ადგილს იკავებს; Samsung-ი, რომლის ღირებულებაც 13%-ით გაიზარდა და 66.2 მილიარდი დოლარით შეფასდა; ჩამონათვალში მე-7 ადგილს იკავებს Verizon, რომლის ღირებულებაც 62.4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული; Walmart-ის ღირებულება 16%-ით გაიზარდა და 62.2 მილიარდ დოლარად შეფასდა; Facebook-ი 61.9 მილიარდი დოლარით ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების რეიტინგში მე-9 ადგილზეა; ბოლო ადგილს კი 36.3 მილიარდი დოლარით - ICBC იკავებს.