დაცულობისა და უსაფრთხოების რეიტინგში, საქართველომ 136 ქვეყანას შორის 29-ე ადგილი დაიკავა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017 წლის ანგარიშის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში ეს ქვეყნისთვის საუკეთესო მაჩვენებელია. 2011 წელს საქართველო 47-ე ადგილს იკავებდა. წინა, 2015 წლის ანგარიშთან შედარებით კი, მან პოზიცია სამი პუნქტით გაიუმჯობესა და 32-დან 29-ე ადგილზე გადმოინაცვლა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, დაცულობისა და უსაფრთხოების რეიტინგს ქვეყნებში სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ადგენს, მათ შორისაა, ბიზნესზე კრიმინალისა და ძალადობის გავლენის ინდექსი. აღნიშნული ინდექსის მიხედვით, საქართველო ამჯერად 23-ე ადგილს იკავებს. 2011 წელს იგი 41-ე ადგილზე იმყოფებოდა, 2015 წელს კი - 29-ე ადგილზე.
შვეიცარული არასამთვრობო ორგანიზაცია - მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (The World Economic Forum (WEF) - ქალაქ დავოსში, ყოველწლიურად, უმსხვილესი ბიზნესისა და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლების, სხვადასხვა პროფილის მქონე ანალიტიკოსებისა და ჟურნალისტების მონაწილეობით, შეხვედრებს მართავს. ფორუმის მონაწილეები მსოფლიოში არსებულ პრობლემატურ საკითხებს განიხილავენ და ბიზნესის განვითარების, უსაფრთხოებისა და ტურიზმის კუთხით, ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზე მსჯელობენ.
შვეიცარული არასამთავრობო ორგანიზაცია ანგარიშს მოგზაურობისა და ტურიზმის შესახებ ყოველ 2 წელიწადში ერთხელ აქვეყნებს და მასში 136 ქვეყნის რეიტინგია მოცემული”.
აღნიშნულ ინფორმაციას შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.