თამბაქოს დარგს საკმაოდ სერიოზული საბიუჯეტო შემოტანები აქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა დავიცვათ ის მიღებული ნორმები, რომელიც პირველ რიგში, ევროპაშია გავრცელებული , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ თამბაქოსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე მთავრობის შენიშვნების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„თამბაქოს მოხმარების ნაწილში ჩვენ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი წარმატებული მაგალითების რიგში, მაგრამ ეს არ უნდა გავაკეთოთ მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკის ხარჯზე. ამ დარგს საკმაოდ სერიოზული საბიუჯეტო შემოტანები აქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა დავიცვათ ის მიღებული ნორმები, რომელიც პირველ რიგში, ევროპაშია გავრცელებული”, - განაცხადა გახარიამ.
თამბაქოსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე მთავრობას შენიშვნები აქვს. ის 17 გვერდისგან შედგება და პარლამენტი მას დღეს განიხილავს.