ჩვენთვის მთავარია მიწა იყოს ეკონომიკურ ბრუნვაში, ეს არის ამოსავალი წერტილი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
,,სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებული კანონმდებლობა ჯერ კიდევ პარლამენტშია და განხილვების ეტაპზეა. სხვადასხვა „ოფციაა“, სხვადასხვა მიდგომაა. არსებობს სხვადასხვა მიმართულება, თუმცა ჩვენ როგორც, ეკონომიკის სამინისტრო, ვთვლით, რომ მთავარია მიწა იყოს ეკონომიკურ ბრუნვაში, ეს არის ამოსავალი წერტილი. ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული”, - განაცხადა გახარიამ.