"მზეთამზეს" იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც სვანეთში მოგზაურობისას ერთ ხნიერ და ჭკვიან ადამიანს ვკითხე, თუ რა მდგომარეობა იყო სვანეთში ჯანმრთელობის მხრივ მოსახლეობაში. მან მიპასუხა, რომ რაც სვანეთმა ხორბლის მოყვანას თავი დაანება და პურის ქალაქიდან ამოტანა დაიწყო, მას შემდეგ ჩვენი იმუნიტეტი უკან-უკან მიდისო," - ამბობს "მზეთამზეს" დირექტორი ირაკლი ჩავლეშვილი.
ამის შემდეგ ირაკლი ხორბლით დაინტერესდა და აღმოაჩინა, რომ მსოფლიოში ხორბლის რადიკალურად განსხვავებული 27 ჯიშია, მათში 14 ქართულია და ამ თოთხმეტიდან 6 ენდემური ჯიშია. საქმით იმდენად დაინტერესდა, რომ 3 პარტნიორთან ერთად პურ-ფუნთუშეულის კომპანია "მზეთამზე" შექმნა.
"ბუნებამ ათასწლეულების მანძილზე, ადამიანის ჩარევის გარეშე შექმნა ის, რაც გვჭირდება ადამიანებს იმისთვის, რომ ვიყოთ ადამიანები. ამაში შედის იმუნიტეტი, სილამაზე, აზროვნება და ბევრი სხვა კომპონენტი. პური კი ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია. გაგვიმართლა და ვიპოვეთ ფერმერები, რომლებსაც ქართული ჯიშის ხორბალი მოყავდათ არც თუ დიდი რაოდენობით. დღეს ეს ხალხი, იმედით, რომ ასეთ პროდუქტზე მოთხოვნა გაიზრდება, უფრო დიდ მასშტაბზე გადიან. ჩვენი მიზანიც ეს არის და გვჯერა, რომ შეგვწევს ძალა, ქვეყანაში ხელმისაწვდომი გავხადოთ ჯანსაღი სურსათი, რაზეც დღეს დიდი დეფიციტია," - ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი.
"მზეთამზეს" პური მზადდება ქართული ენდემური ჯიშის ხორბლის ფქვილისგან. პურის საფუარად იყენებენ პურის დედას. ერთადერთი, რასაც თანამედროვე შესაძლებლობებიდან იყენებენ, ელექტროენერგიაა. პური გამოდის სურნელოვანი, გემრიელი და სასარგებლო, რადგან ის შეიცავს ყველა მიკროელემენტს, რომელიც ადამიანს ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობისთვის სჭირდება. განაგრძეთ კითხვა