საპარტნიორო ფონდი: რომ არა ასეთი შეზღუდვები, უფრო მასშტაბური და ამბიციური პროექტების განხორციელების პოტენციალი გვაქვს

ასეთი შეზღუდვები რომ არა, საპარტნიორო ფონდს უფრო დიდი, მასშტაბური და ამბიციური პროექტების განხორციელების პოტენციალი აქვს.

ამის შესახებ საპარტნიორო ფონდში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პასუხად განაცხადეს.

უფრო ვრცლად აღნიშნულ ანგარიშზე საპარტნიორო ფონდი არ საუბრობს.

საუბარია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშზე, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეზღუდოს და მონიტორინგი გაუწიოს საპარტნიორო ფონდის ბალანსს.

გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2017 წელს საპარტნიორო ფონდის სესხს 20 მილიონ დოლარამდე შეზღუდავს.