სასტუმროს ასაშენებლად გაგარინზე 1 კვ მეტრი მიწა ინვესტორს146 ლარად გადაეცა

საქართველოს მთავრობამ თბილისში, გაგარინის ქუჩის I შესახვევში მდებარე 445 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები 65 ათას ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით ფიზიკურ პირს, აბესალომ შავგულიძეს გადასცა.

ინვესტორმა, რომელიც, იმავდროულად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ”ბანი კრედიტში” 49%-იან წილს ფლობს, აღნიშნული თანხა ორი წლის ვადაში უნდა გადაიხადოს, სამაგიეროდ, საპრივატიზებო პირობად არანაკლებ 56-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა განუსაზღვრეს.

ახალმა სასტუმრომ ფუნქციონირება ორ წელიწადში უნდა დაიწყოს, მის მშენებლობაში კი, სულ მცირე, 1 მილიონ 750 ათასი ლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს.