დღეს დღის წესრიგში დგას უკვე არსებული სახელმწიფო პროგრამების გაფართოება და მათი ეფექტურობის კიდევ უფრო გაზრდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სააგენტოს ”აწარმოე საქართველოში” პრეზენტაციისას განაცხადა.
კვირიკაშვილის თქმით, დღეს ნამდვილად შეუძლია იამაყოს იმ შედეგებით, რომელიც პროგრამის შედეგად იქნა მიღწეული.
”დღეს შეგვიძლია ვიამაყოთ შედეგებით, რომელიც გვაქვს ამ პროგრამის შედეგად. ეს პროგრამა მიმართულია იმისკენ, რომ შეიქმნას ადგილობრივი წარმოება, გაძლიერდეს ქართული პროდუქციის წარმოება, მოვიდეს შესაბამისობაში იმ სტანდარტებთან, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ საქართველოს საექსპორტო პოტენციალი გაძლიერდეს და საქართველომ სრულად მოახდინოს რეალიზაცია იმ გეოსტრატეგიული პოტენციალის, რომელიც მას ბუნებით გააჩნია. პირველ რიგში, მინდა ვთქვა ის, რომ ბიზნესის გვერდში დგომა და ხელშეწყობა ჩვენი სამოქმედო გეგმის განუყოფელი ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის სწრაფ განვითარებას და რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილის შექმნას. სწორედ ამიტომ, დღეს დღის წესრიგში დგას უკვე არსებული სახელმწიფო პროგრამების გაფართოება და მათი ეფექტურობის კიდევ უფრო გაზრდა”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.