„დოლრა 3“ ჰესს თურქული კომპანია ააშენებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „დოლრა 3“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის კონკურსში თურქულმა კომპანია Ahlatchi Enerji Sanayi ve Ticaret Ltd. Sti-მა გაიმარჯვა.

„დოლრაჰესის“ დადგმული სიმძლავრე 30 მგვტ იქნება, წლიური გამომუშავება კი - 124 მლნ.კვტ/სთ. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 41,4 მილიონ დოლარს შეადგენს. ახალი ჰესი, სავარაუდოდ, სამშენებლო ნებართვის აღებიდან სამ წელიწადში ამოქმედდება.

კონკურსის კიდევ ერთ მონაწილეს, „სვანეთი ჰიდროს“, მთავრობის გადაწყვეტილებით, 150 ათასი დოლარის საბანკო გარანტია უკან დაუბრუნდება.