ეროვნული ბანკი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგს აქვეყნებს.
როგორც ეროვნული ბანკი იუწყება, დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
„აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 38 520 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.800 %-ით, მაქსიმალური 10.750 % -ით, ხოლო საშუალო შეწონილი - 9.973 %-ით განისაზღვრა.
კუპონური განაკვეთი 10.500%-ს შეადგენდა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება,“-აცხადებენ ეროვნულ ბანკში.