ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ თურქეთის ტურებზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა. ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ ტურისტული სააგენტო OK TRAVEL-დან აცნობეს.
სააგენტოს ინფორმაციით, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდგომ მოთხოვნა განსაკუთრებით ევროპის სანაპიროებზე და სკანდინავიის ქვეყნებზე გაიზარდა. თურქეთს კი, რომელიც წლების განმავლობაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ქართველი მოგზაურები ახლა უკვე ნაკლებად ანიჭებენ უპირატესობას.
„ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ განსაკუთრებით აქტუალური გახდა მალტა, ესპანეთისა და იტალიის სანაპიროები. აგრეთვე უჩვეულო სისწრაფით იმატებს შვედეთსა და ნორვეგიაში მოგზაურობის მსურველთა რიცხვი.
„რაც შეეხება თურქეთსა და ეგვიპტეს, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით მათზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა“, - აღნიშნავს OK TRAVEL- ის ტუროპერატორი მონიკა ლათიბაშვილი.