როგორ შევარჩიოთ ხელსაყრელი ანაბარი

ანაბრებით ბევრი ჩვენგანი სარგებლობს, რადგან ის ფულის დაგროვების ერთ-ერთ წყაროა.

რა ტიპის ანაბრებს გვთავაზობენ ბანკები და როგორ შევარჩიოთ რომელია ჩვენთვის უფრო ხელსაყრელი?

"ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული საბავშვო ანაბარი გახდა, რომელიც ზრდადი და შეგროვებადიი დეპოზიტია. შეგვიძლია, დაგროვება გარკვეული თანხით დავიწყოთ და შემდეგ ყოველთვიურად დავამატოთ," - განმარტავს "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე და დასძენს, რომ ანაბარზე პროცენტი ეროვნულ ვალუტაზე უფრო მაღალია, შესაბამისად, დეპოზიტით სარგებლობა ლარში უფრო ხელსაყრელია.

სპეციალისტის თქმით, საბავშვო ანაბარი მშობლებს შვილისთვის გარკვეული თანხის დაგროვებაში დაეხმარება, რასაც შემდეგ განათლებას ან სხვა ნებისმიერ საჭიროებას მოახმარს.

რაც შეეხება ვადიანი ანაბრით სარგებლობას, ბანკში კონკრეტულ თანხა შეგვაქვს, რომელიც გარკვეული ვადის განმავლობაში, ხელუხლებელი უნდა დარჩეს და ეს პირობები ვადის გასვლამდე არ უნდა დავარღვიოთ. თუმცა, სარგებელი (თანხის პროცენტის სახით), ვადის დასაწყისში, ყოველთვიურად ან ვადის დასრულების დროს შეგვიძლია ავიღოთ, რაც უფრო ხელსაყრელია.

გარდა ამისა, ბანკებს დაგროვების კიდევ ერთი პროგრამა, "ყულაბა" აქვთ, რომლის საშუალებითაც, ბარათით ყოველი ტრანზაქციის განხორციელებისას, თანხის სასურველი ოდენობის "ყულაბაში" გადარიცხვა შეგიძლიათ.

"თუ ბარათით, დღეში ოთხჯერ გადაიხადე და ყოველ ჯერზე 2 ლარი გადაირიცხა, გამოდის, რომ ანაბარს ჯამში 8 ლარი დაემატება. საბოლოო ჯამში, შეუმჩნევლად, შეიძლება დიდი თანხაც დაგროვდეს," - აღნიშნავს გიორგი კეპულაძე.

რა ტიპის ანაბრებს გვთავაზობენ ბანკები?

Allnews.ge რამდენიმე ბანკის მაგალითზე, ანაბრების ტიპებსა და მათ პროცენტს გთავაზობთ:

1. ვადიანი ანაბარი - კონკრეტულ თანხას ბანკში მაგალითად, 12 თვის ვადით შეიტანთ, რომლის პროცენტის მიღება დასაწყისში, ყოველთვიურად ან ვადის ამოწურვის შემდეგ შეგიძლიათ. ლარში ვადიან ანაბარზე საშუალოდ 10% დაგერიცხებათ;

2. ანაბარი "ჩემი მიზანი" - მისი საშუალებით აუჩქარებლად და მცირე შენატანებით, საჭირო თანხის დაგროვება შეგიძლიათ. ეს ანაბარი ე.წ "ყულაბას" წარმოადგენს და თანხის დაგროვება ყოველთვიური დანაზოგების საშუალებით შეგიძლიათ, ბანკი კი სარგებელს თქვენს თითოეულ შენატანზე დარიცხავს. საპროცენტო სარგებელი ლარის შეტანის შემთხვევაში, 12 თვეზე 9,50%-ია;

3. ანაბარი "ჩემი სეიფი" - შეგიძლიათ დააგროვოთ თანხა, მიიღოთ სარგებელი ხელუხლებელ ნაშთზე, ხოლო საჭიროებისას დანაზოგზე წვდომა ნებისმიერ დროს გქონდეთ. 12 თვეზე პროცენტი 5,50%-ს შეადგენს. იხილეთ გაგრძელება