მარტივი სესხის მიღებისა და მცირე ბიზნესის წამოწყების იდეები დიასახლისებისთვის

დიასახლისობა მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო და რთული სამსახურია. მოითხოვს ბევრ დროს, ენერგიას, ნერვებს. ხელფასს კი არ გიხდიან.

ფულის ნაკლებობის შემთხვევაში თქვენ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ მიმართოთ vivus 4finance-ს და მიიღოთ სწრაფი კრედიტი ხელსაყრელ პირობებში.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Vivus-ში ფულის სესხება შეგიძლიათ მარტივად, რადგან სწორედ მარტივი სესხები გახლავთ აღნიშნული ბრენდის მთავარი პროდუქტი.

თუმცა უმუშევარი ადამიანისთვის ვალის დაფარვა რთულია და სწორედ ამიტომ, დღეს vivus ge-ს ბლოგი შემოგთავაზებთ ბიზნესიდეებს, რომლებიც დიასახლისებისთვის არის განკუთვნილი და

რომელთა სწორად განხორციელების შემთხვევაშიც, თქვენ საკუთარი შემოსავალი გაგიჩნდებათ.

ფრილანსერი - თქვენ ალბათ გაქვთ რაიმე პროფესიული უნარი ან/და განათლება. ეს შეგიძლიათ ფრილანსერის თანამდებობის მოპოვებაში გამოიყენოთ. ფრილანსერობა ძალიან კომფორტული სამსახურია, თუმცა გაითვალისწინეთ, შრომის ბაზარზე ამ ტიპის სამუშაოზე მოწყობის ბევრი მსურველია და შესაბამისად კონკურენციაც მაღალია.

ძიძა - თუ დიასახლისი ხართ, ალბათ შვილებიც გეყოლობათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვებთან ურთიერთობის და მათი მოვლის გამოცდილება გაქვთ. გამოიყენეთ ეს გამოცდილება და ცოდნა დასაქმებისთვის. შეგიძლიათ სხვის შვილებს თქვენსავე სახლში მოუაროთ, ბევრი დამკვეთის არსებობის შემთხვევაში დამხმარე ქალის დაქირავებაც შეიძლება.

პედაგოგიკა - გაიხსენეთ რა გეხერხებათ კარგად. ეს შეიძლება იყოს როგორც პროფესია, ასევე ჰობიც და ხელი მოკიდეთ თქვენი ცოდნის სხვისთვის გაზიარებას. რა თქმა უნდა, ცოდნის გაცემის სანაცვლოდ გარკვეული ანაზღაურებაც უნდა მოითხოვოთ.

ცოლი ერთი საათით - ამაში ცუდი არაფერი იგულისხმება, თქვენ შეგიძლიათ მარტოხელა მამაკაცებს და არა მხოლოდ მათ, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სახლი დაულაგოთ, სარეცხი გაურეცხოთ, საჭმელი მოუმზადოთ და ა.შ.

სილამაზის სალონი - თუ კარგად გეხერხებათ მაკიაჟის კეთება, თმის ვარცხნილობები, მანიკური, პედიკური, წარბების კორექცია და სხვა მსგავსი პროცედურები, შეგიძლიათ სილამაზის კერძო ასისტენტი გახდეთ. თქვენ შეგიძლიათ იაროთ გამოძახებებზე ან მიიღოთ კლიენტები სახლში.

ტანსაცმლის შერჩევის კონსულტანტი -

კარგი გემოვნებით და სტილის შეგრძნებით ბევრი ვერ დაიტრაბახებს. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ფული, მაგრამ მაინც ვერ ახერხებენ ელეგანტური და მოდური იმიჯის შექმნას საკუთარი თავისთვის. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ ტანსაცმლის სწორად შერჩევაში და ამის სანაცვლოდ გარკვეული ანაზღაურება მოითხოვოთ.

ვიდეო ბლოგი - დღეს ძალიან პოპულარულია "იუთუბისა" და სხვა მსგავსი საიტების მეშვეობით ფულის შოვნა. საკმარისია შექმნათ ვიდეო ბლოგი, მაგალითად კულინარიაზე, გააკეთოთ თქვენი არხი, გაიაროთ მისი გაოფიციალურებისთვის საჭირო პროცედურები და დაიწყოთ თქვენს მიერ გადაღებული საინტერესო ვიდეოების ატვირთვა. რაც უფრო მეტი ადამიანი ნახავს თქვენს ვიდეოს, მით უფრო მაღალ ჰონორარს მიიღებთ ვებგვერდის ადმინისტრაციისგან.

(R)