შანხაიში მიმდინარე ავტო-შოუზე გერმანულმა პრემიუმ კლასის ავტომწარმოებელმა კომპანია Mercedes-Benz-მა სრულიად ახალი კომპაქტური სედანის პროტოტიპი წარადგინა.
სიახლე, რომელსაც Concept A Saloon ჰქვია, წარმოადგენს კომპანიის ხედვას თუ როგორი იქნება კომპანიის გამაში ყველაზე პატარა ოთხკარიანი სედანი.
ავტომობილი, რომლის წარმოებაც მომავალი წლიდან დაიწყება, კონკურენციას გაუწვეს ისეთ ავტომობილებს, როგორიცაა Audi A3 სედანი და მომავალი BMW 1 Series სედანი. ეს უკანასკნელი ამ დროისთვის მხოლოდ ჩინეთის ბაზარზე იწარმოება და იყიდება, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ მისი გაყიდვები დანარჩენ მსოფლიოში 2019 წლიდან დაიწყება.
რაც შეეხება „მერსდესის“ კომპაქტურ სიახლეს, ის იმავე ძალოსნურ აგრეგატებს მიიღებს, როგორითაც აღიჭურვება კომპანიის სხვა კომპაქტური ამავე პლატფორმიდან. ასევე დაგეგმილია „პლაგ-ინ“ ჰიბრიდების წარმოებაც, რომელიც მხოლოდ ელექტრო ძრავზე 50 კილომეტრამდე მანძილის გავლას შეძლებს.
A-Class -ის სედანი კომპანიის კომპაქტური ავტომობილების გამაში დაიკავებს საკუთარ ადგილს ამ ოჯახის წევრ სხვა ავტომობილებთან ერთად, როგორებიც არიან ამჟამად არსებული: A-Class, B-Class, CLA, CLA Shooting Brake და GLA, ასევე სრულიად ახალი ქროსოვერი GLB, რომელიც მომავალი წლიდან გამოჩნდება ბაზარზე და კიდევ ერთი მერვე მოდელი, რომელზეც ჯერ მხოლოდ ჭორები ვრცელდება, რომ ეს იქნება ან ამ სედანის კაბრიოლეტი ვარიანტი ან კიდევ ქროსოვერ GLA-ს ასევე კაბრიო ვერსია.
რაც შეეხება ფასს, წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილის ღირებულება 28-32 ათასი ევროს ფარგლებში იქნება.
კოკა კვირკველია