დასაქმებულთა რიცხვი 2013 წელს წინა წელთან შედარებით  8,8 ათასით შემცირდა

დასაქმებულთა რიცხვი 2013 წლის მეოთხე კვარტალში მესამესთან შედარებით 11 700 -ით გაიზარდა და 519 ათასს მიაღწია, თუმცა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 8 800 სამუშაო ადგილით ჩამორჩება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დასაქმებულთა ძირითადი ნაწილი, 22%, ვ ა ჭ რო ბ ითა და რე მ ო ნ ტ ით არიან დაკავებულნი. აღნიშნულ სექტორში ერთ კვარტალში 5800 დამატებითი ადგილი შეიქმნა და 115 ათასს მიაღწია.

3,3%-ით, 83 ათასამდე შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობა დამამუშავებელ მრეწველობაში, მესამე ადგილზე 57 ათასი ადგილით - ჯანდაცვა და სოციალური დახმარების სექტორია, მოეთხეზე კი - ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, სადაც მომუშავეთა რიცხვი 2,7%-ით გაიზარდა და 55 ათასს მიაღწია.

სამუშაო ადგილების რაოდენობის ყველაზე დიდი 24,3%-იანი ზრდა დაფიქსირდა განათლებაში (19 ათასი), ხოლო კლება - თევზჭერაში: შარშან მეთევზეთა რაოდენობა განახევრდა და 353-ით განისაზღვრა.